პროექტი


ეს პროექტის მიზანი ის არის, რომ ვინც არ იცის მსოფლიოს შვიდი ძველი საოცრების შესახებ, ამ პროექტიდან ისწავლოს უფრო მეტი ინფორმაცია.


ხეოფსის პირამიდა

ხეოფსის პირამიდის მშენებლობა ძვ.წ 2560 წელს დაიწყო. პირამიდის სიმაღლე იყო 147 მეტრი, მაგრამ ახლა 136 მეტრია. ეს შენობა არის ეგვიპტეში ქალაქ გიზაში. გიზას ყველაზე დიდი პირამიდაა. მასზე დაახლოებით 2 300 000 ლოდი დაიხრჯა და ეს ლოდები იდეალურდა ჯდება ერთმანეთში. მასში დაახლოებით ჩართული იყო 100 ათასი მუშა. პირამიდას უკავია 52 900 მ2

ბაბილონის დაკიდებული ბაღები

ეს შენობა ნაბუქოდონოსორის მიერ შექმნილია. ამ ბაღებს ნაბუქოდონოსორის ბრძანებით ააგეს მისი უსაყვარლესი მეუღლისთვის. ბაღები ირწყვებოდა ევფრატის წყლით, რომელიც იქ საგანგებო წყალსაჩაქი ბორბლებითა და ტყავის ჭურჭლით ჰქონდათ. სამწუხაროდ დღეს არ არის ეს ბაღი დარჩენილი. 

არტემიდეს ტაძარი

არტემიდეს ტაძარი მდებარეობს ეფესოში. მე-6 საუკუნეში ეფესო ლიდიის სამეფოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო. მეფე კრესიმ გადაწყვიტა, რომ ნადირობის მფარველი ქალღვთაების სახელზე ტაძარი აეგო. ბერძნებმა ქალღვთაებას არტემიდეს უწოდებდნენ, ხოლო რომაელები დიანას. ტაძარი აშენდა ძვ.წ 560 წელს. მისი სიგრძე იყო 131 მ, ხოლო სიგანე 79 მ-ს აღწევდა.


ზევსის ქანდაკება

ბერძნებმა გადაწყვიტეს ძვ.წ მე-5 საუკუნეში ოლიმპიაში აღმართათ ღმერთების მეფის - ზევსის ქანდაკება. ფიდიასსმა ზევსის ქანდაკებაზე მუშაობა დაიწყო და დაასრულარ ძვ.წ 435 წელს. ზევსი იჯდა ოქროს ტახტზე და თავზე ედგა ოქროს გვირგვინი. ეს ქანდაკება იყო ოქროსა და სპილენძის გამოყენებით გაკეთებული. მე-6 საუკუნეში მოხდა დიდი მიწისძვრა და ზევსის ტაძარი და ქანდაკება  ნანგრევებად იქცა.

ჰალიკარნასის მავზოლეუმი

ეს არის მეფე მავსოლეს საფლავი და ააგეს ძვ.წ მე-7 საუკუნეში. მავსოლესმა დაქორწინდა თავის დაზე, რომელსაც ერქვა არტემისია. მავსოლემ მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა, მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არც ერთ დიდებულს. მე-14 საუკუნეში მიწისძვრამ დაანგრია ეს მავზოლეუმი. 

როდოსის კოლოსი

კუნძული როდოსი მდებარეობს ეგეოსის ზღვაში. ძვ.წ მე-4 საუკუნეში მცხოვრელებმა შესძლეს როდოსის გათავისუფლება ბერძენთაგან. ეს გამარჯვება დაუკავშირეს  მზის ღმერთს ჰელიოსს და გადაწყვიტეს ძეგლის აშენება. მისი სიმაღლე იყო 35 მეტრი. აგების 60 წლის შემდეგ დიდი მიწისძვრამ დაანგრია. როდოსის კოლოსისაგან აღარაფერი შემორჩა.


ალექსანდრიის შუქურა

ძვ.წ მე-3 საუკუნეში ააგეს ალექსანდრიის შუქურა. ეს არის ყველაზე გვიანი ხანის ძეგლი და მსოფლიოში პირველი შუქურა იყო. 1500 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და აჩვენებდა ზღვაში გზას. მე-14 საუკუნეში ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია შუქურა. მისი სიმაღლე 150 მეტრი იყო.

 








No comments:

Post a Comment

პროექტის გეგმა